ბავშობა
ალესანდრო კონელიანო ვენტოში ჩვეულებრივ იტალიურ ოჯახში დაიბადა. მამა ელექტრიკოსი გახლდათ, დედა დიასახლისი. მისი უფროსი ძმა სტეფანო პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და სამპდორიაში თამაშობდა, თუმცა მძიმე ტრავმის გამო კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო. ფეხბურთის თამაში პატარა დელ პიეროსაც უყვარდა და შვიდ წლამდე ადგილობრივ “სან ვენდემიანოში” თამაშობდა. პატარა ალექსი ფიზიკურად სუსტი იყო და მეკარის პოზიციაზე გაამწესეს. დედის აზრით, ასე უფრო დაცული იქნებოდა ტრავმებისგან. თუმცა, სტეფანო მალე მიხვდა, რომ უმცროს ძმას შეტევაში ჩართვა უკეთ ეხერხებოდა და დელ პიერომაც მალე შეიცვალა პოზიცია.
13 წლის ასაკში ალექსმა მშობლიური მხარე დატოვა და პადოვაში გადავიდა სათამაშოდ. პროფესიონალურ ფეხბურთში 1991 წელს შედგა ფეხი, როდესაც სერია ბ-ში რამდენიმე მატში ჩაატარა.
იუვენტუსი
1993 წელს დელ პიერო იუვენტუსში გადავიდა და დიდ ფეხბურთში აღმასვლაც დაიწყო. მომავალი კაპიტნის დებიუტი იმავე წელს ფოჯასთან შედგა. სწორედ მაშინ დაიწყო ალექსისა და ტურინული კლუბის დღემდე დაუსრულებელი ისტორია. პირველი გოლი კი უკვე მომდევნო მატჩში რეჯინასთან შეაგდო. ჰეთთრიკის შესრულება რომასთან პირველივე დაპირისპირებაში შეძლო და დიდი წვლილი შეიტანა ბებერი ქალბატონის გაჩემპიონებაში, იუვენტუსმა მაშინ 8 წლიანი პაუზის შემდეგ როგორც იქნა მიოგო სკუდეტო.
დელ პიეროს მისვლა ტურინულ კლუბში მის აღმასვლას დაემთხვა, კლუბმა 7-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, მოიგოი ჩემპიონთა ლიგა და სხვა ევროპული ტიტულები. მის კარიერაში საუკეთესო სეზონი 1997-1998 წლებში ჩაატარა. იმ წელს 21 გოლის გატანა შეძლო და იტალიის ჩემპიოინატის ბომბარდირი გახდა, მეტოქეთა კარი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტჯერ მან დალაშქრა საუკეთესო მეგოლის ტიტული აქაც არავის დაუთმო.
მომდევნო სეზონი კი არასასიამოვნოდ დაიწყო. ოქტომბერში უდინეზესთან შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა. მის გარეშე იუვენტუსმა მხოლოდ მეექვსე ადგილზე გასვლა მოახრხა.
მალე ბებერმა ქალბატონმა პირველი ადგილი დაიბრუნა. სხვადასხვა მწვრთნელის პერიოდში დელ პიერო პოზიციებს ხშირად იცვლიდა, ასრულებდა ფლეიმეიკერის ფუნქციას, იყო წინ წაწეული ნახევარმცველი, თავდამსხმელი.
2006 წლის იანვარში დელ პიერომ ბონიპერტის რეკორდი დაამხო და 185-ე გოლი გაიტანა კლუბში. ფაბიო კაპელოს გუნდში მოსვლის შემდეგ ალექსის ფუნქციები შეიცვლა, რის გამოც ურთიერთობა დაეძაბა მწვრთნელთან. ბოლოს განაცხადა, თუ კაპელო გუნდში დარჩება მაშინ მე წავალო. საბოლოოდ ყველაფერი სხვანაირად დატრიალდა.
2006-2007 სერია ბ
2006 წლის ზაფხულში იტალიურ ფეხბურთში სკანდალი ატყდა. სერია ა-ს ლიდერებს გარიგებულ მატჩებში დასდეს ბრალი. ეს ის დროა გერმანიაში სკუადრა აძურა ტრიუმფით რომ ასრულებს მუნდიალს. რაც სამშობლოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით იუვენტუსი სერია ბ-ში დააქვეითეს. გუნდიდან არაერთი ლიდერი წავიდა – ფაბიო კანავარო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სხვები. დელ პიერომაც მრავალი შეთავაზება მიიღო ევროპული გრანდებიდან, თუმცა ალექსმა განაცხადა, რომ კაპიტანი გუნდს არ მიატოვებდა და სერია ბ-ში გადაჰყვა. მასთან ერთად იუვენტუსში დარჩნენ პაველ ნედვედი და ჯანლუიჯი ბუფონი. დელ პიერომ დაამტკიცა, რომ ფეხბურთს მხოლოდ თავითა და ფეხებით კი არა, გულითაც თამაშობენ, მან ბოლომდე უერთგულა გუნდს და სერია ა-ში დაბრუნებაში დაეხმარა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ მოედანზე დელ პიერო მოედანზე იტალიის თასის მორიგ მატჩში ცესენას წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.
სულ მალე ალექსმა ახალი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან და იუვენტუსში დარჩენა 2010 წლის 30 ივნისამდე გადაწყვიტა. ტურინელებს არ გაჭირვებით უმაღლეს ლიგაში დაბრუნება და უკვე მომდევნო სეზონში სერია ა-ს გათამაშების ცხრილში იუვენტუსიც გაჩნდა.
დაბრუნება უმაღლეს ლიგაში
სერია ა-ში დაბრუნებულმა დელ პიერომ პირველი გოლი 2008 წლოს თებერვალშირომას გაუტანა. იუვეს კაპიტანმა გაეტანო შირეას რეკორდი დაამხო – 552 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
გაზაფხულზე 10 ნომერი კვლავ შესანიშნავად ათამაშდა და 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
2007-2008 წლის სეზონის ბოლო მატჩში სამპდრიასთან დუბლი გაიფორმა, საერთო ჯამში სეზონში 21 გოლი გაიტანა, რაც საკმარისი აღმოჩნდა სერია ა-ს ბომბარდირობისთვს. მეორე ადგილზე დევიდ ტრეზეგე გავიდა (20 გოლი), მესამეზე კი – მარკო ბორიელო (19 გოლი). იუვენტსის კაპიტანი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც სერია ა-ს ბომბარდირი ორჯერ გახდა. მანმადე პაოლო როსიმ შეძლო 2-ჯერ საუკეთესო მეგოლის ტიტულის მოპოვება, იმ განსხვავებით, რომ ჯერ სერია ბ-ს ბომბარდირი იყო, შემდეგ კი სერია ა-ს.
იტლიური ფეხბურთის გულშემატკივრები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ დელ პიეროსა და იუვენტუსის გარეშე სერია ა ინტრიგას მოკლებული იყო.
მომდევნო სეზონში კაპიტანმა გულშემატკივრებს ამცნო, რომ კლუბში 40 წლამდე დარჩებოდა და კარიერას აქ დაასრულებდა.
იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზეც დაბრუნდა და ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავი თამაში ჩაატარა სანკტ-პეტერბურგის ზენიტის წინააღმდეგ. საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა რეალი, პირველი გოლი სწორედ დელ პიერომ გაიტანა, მეორე – ამაურიმ. ტურინელება მადრიდელებს განმეორებითი მატჩიც 2:1 მოუგეს, სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ შეხვედრაში კაპიტანმა ორივე გოლში ლომის წილი დაიდო და მოედნიდან გასვლისას ორივე გუნდის გულშემატკივარმა ტაშით გააცილა. თუმცა იუვეს ასპარეზობა ლიგაზე მერვედფინალში შეწყდა, ბებერმა ქალბატონმა ჩელსის ბარიერი ვერ გადალახა.
იტალიის ჩემპიონატში ძირითადი ბრძოლა მეორე ადგილისთვის მილანსა და იუვენტუსს შორის გაიმართა. ბოლო მატჩი ტურინელებმა 2:0 მოუგეს ლაციო და ბურთების უკეთესი შეფარდებით როსონერის მეორე ადგილი და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად მოხვედრის შანსი წაართვა.
2010 წელს იუვე ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა, შანსი დაკარგა იტალიის ჩემპიონობისა თუმცა დელ პიერო რჩება კლუბის ლიდერად, კაპიტნად, რომელსაც დიდ პატივს სცემენ არამხოლოდ იტალიურ ფეხბურთში.
სანაკრებო კარიერა
ალესანდრო დელ პიერო იტალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. 96 წლის ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის წინაღმდეგ გამოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ მან ნაკრებში ტიფოზების საყვარელი რობერტო ბაჯო ჩაანაცვლა. თუმცა ხშირი ტრავმების გამო ბევრი შეხვედრის გამოტოვება მოუწია. ამ მიზეზით გამოტოვა ევრო 2000 ის დრამატული ფინალი იტალიასა და საფრანგეთს შორის.
ნაკრებში სრულფასოვნად დაბრუნება 2002 წლის მუნდიალზე მოახერხა. გოლი გაიტანა უნგრეთთან, შემდეგ მექსიკასთან და სკუადრა აძურა ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნისგან იხსნა. თუმცა შემდეგ მასპინძელ კორესათან ცუდი მსაჯობით და საბოლოოდ ოქროს გოლის გამო დაემშვიდობა მსოფლიო ჩემპიონატს.
სამაგიეროდ დელ პიეროსთვის წარმატებული გამოდგა მომდევნო მუნდიალი. 2006 წელს მსოფლიო ჩემოპიონატზე ასპარეზობა იუვეს კაპიტანმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო. პირველი მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა და ერთგვარ კოზირად იქცა მარჩელო ლიპისთვის. ასე მოხდა ნახევრა ფინალში გერმანიის წინააღმდეგაც. ალექსი მეორე ტაიმში შეცვლაზე მაშინ შემოვიდა, როდესაც ანგარიში კვლავ 0:0 იყო და დაძაბულობა პიკს აღწევდა. პირველი გოლი გროსომ გაიტანა, მეორე კი დელ პიერომ.
ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში უზადოდ შესარულა პიენალტი და ბავშვოის ოცნება აისრულა – ფეხბურთის უმაღლესი ჯილდო, მსოფლიო ჩემპიონობა მიიღო.
ალესანდრო დელ პიერო ნაკრების ვიცე კაპიტანია და ხშირად 10 ნომერის ფუნქციასაც ასრულებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ნომერი ფრანჩესკო ტოტის დაუთმო, თვითონ კი 7 ნომერი მოირგო, თანაც ისეთივე წარმატებით, როგორც წინა. 2007 წელს ფრანჩესკო ტოტი ნაკრებიდან წავიდა, 10 ნომერი კვლავ მას შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა.
2008 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატზე და გახდა მეორე იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც 7-ჯერ ითამაშა საერთაშორისო მუნდიალებზე (ევრო 1996, 2000, 2004, 2008 მსოფლიო 1998, 2002, 2006) პირველი ადგილი ამ კომპონენტში პაოლო მალდინის ეკუთვნის. თუმცა შეიძლება გაუთანაბრდეს, ეს იმ შემთხვევაში თუ 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ითამაშებს. ბოლო დროს მწვრთნელები დიდად არ სწყალობენ. ბოლოს 2008 წლის სექტებერში საქართველოს წინააღმდეგ ითამაშა. მიუხედავად ამისა, დელ პიერო ამბობს, რომ ნაკრებში თამაშზე უარს არასდროს იტყვის ოფიციალურადაც არ წავა, თუკი მწვრთნელი ჩათვლის რომ საჭიროა, აუცილებლად ითამაშებს.
პირადი ცხოვრება
ალესანდრომ ცოლად მოიყვანა სოფია ამორუზო, რომელიც თანაგუნდელ ნიკოლას და გახლდათ. ერთმანეთს 6 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. თუმცა ურთიერთობა 2005 წელს დააკანონეს. პირველი შვილი ტობიასი 2007 წელს ეყოლათ, მეორე დოროთეა 2009 წელს.
დელ პიერო მუსიკის დიდი მოყვარულია. ჩაწერილი აქვს რამდენიმე მუსიკალური ალბომი, რონელიც ფართო საზოგადოებისთვის არ გამხდარა ცნობილი. გარდა ამისა იტალიის ჩემპიონობის აღსანიშნავად მილანში მოწყობილ კონცერტზე, თანაგუნდელ მატერაცისთან ერთად გამოჩნდა სცენაზე და როლინგ სტოუნზთან იმღერა.
დელ პიერო ცნობილია თავისი იუმორითაც. ფანებს კარგად ახსოვთ გოლის მისეული აღნიშვნა, ენა გამოყოფილი არაერთხელ გაქცეულა გულშემატკივრებისკენ.
იუვეს ნახევარმცველი გარდა საფეხბურთო მონაცემებისა ცნობილია რეკლამებითაც. მას კონტრაქტები აკავშირებს გერმანულ ადიდასთან, იტალიური მანქანების მწარმოებელ კომპანია ფიატთან და იაპონურ სუძუკთან. აქტიურად მონაწილეობდა 2004 წელს შექმნილ ვიდეო რგოლებში ტიერი ანრისა და რონალდინიოსთან ერთად.

Комментариев нет:
Отправить комментарий